Thursday, November 14, 2013

“დაგეგმეთ კონცერტი...”

1.პროექტის სახელწოდება: დაგეგმეთ კონცერტი...
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებით:მოსწავლეების დაინტერესება კლასიკური მუსუკის მიმართ.  მუსიკოს-შემსრულებლების საზოგადოების წინაშე წარდგენა და გაცნობა.
3.პროექტის აქტუალობა:პროექტი აქტუალურია რადგან, ახალგაზრდა თაობაში იკლო კლასიკური მუსიკისადმი ინტერესმა.მსაგვსი ტიპის ღონისძიებები მეტ ინტერესსა და ჩართულობას შეუწყობს ხელს, რაც მთლიანობაში აისახება მათი მოტივაციისა და პასუხისმგებლობის ამაღლებაზე.
4.პროექტის მიზნები:ჯგუფური მუშაობის ,შემოქმედებითი,კვლევითი და სოციალური უნარების განვითარება.პროექტი აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა.ამ დროს შეძენილ უნარ-ჩვევებს ისინი იყენებენ პრაქტიკაში.
5.მონაწილეთა ასაკი:14-15წწ.
6.ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:დაგეგმონ და ჩაატარონ კლასიკური მუსიკის კონცერტი ცნობილი შემსრულებლების მიერ. გაუკეთონ რეკლამა და ორგანიზება კონცერტის პროგრამას. მოახდინონ პროექტის პრეზენტაცია ფართო აუდიტორიის წინაშე.
8.პროექტისატვის საჭირო ძირითადი რესურსები:მასალები სათანადო რეკვიზიტებისა და აფიშების დასამზადებლად.სამუშაო ფურცლები,ფლომასტერები,საკონცერტო დარბაზის შერჩევა და ორგანიზება.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):პროექტის მსვლელობისას ხდება პასუხისმგებლობის დელეგირება მოსწავლესადა მასწავლებელს შორის. მიმდინარეობს დაკვირვება რამდენად თანამშრომლობენ ჯგუფები და როგორი მოტივაციით არიან ისინი განწყობილი .ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს  პროექტის განხორციელებისას სისტემატიურიდა საქმიანი ხასიათი.იყვნენ თუარა პასიური მოსწავლეები და რაიყო მათი პასიურობის მიზეზი. პროექტის მიმდინარეობისას მასწავლებელი ასრულებს  კონსულტატის როლს. ძიებისა და კვლევის დროს აძლევს მიმართულებას და საინფორმაციო წყაროს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლის ჩამოყალიბება განათლებულ,კულტურულ ადამიანად, მისთვის მუსიკის სფეროში შეაბამისი ცოდნის მიცემის გზით.მხატვრულ- მუსიკალური არზრდა კლასიკური მუსიკის ნიმუშების გაცნობის გზით.მისი ჩაბმა შემოქმედებით  საქმიანობაში და მისტვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება.

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწ.მთვარისა გოგატიშვილი).
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა mtvarisagogatishvili@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: mtvarisagogatishvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment